top of page

სახანძრო უსაფრთხოება

უახლესი ხანძრის აღმოჩენისა და ჩაქრობის სიტემები მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
Fire Extinguisher

  უშუალოდ სანამ სახანძრო უსაფრთხოებას შევეხებით საჭიროა განვიხილოთ თუ რა არის სახანძრო დაცვის სისტემები რას მოიცავს და რატოა ასე აუცილებელი. სახანძრო დაცვის სისტემები განკუთვნილია ხანძრის გამოსავლენად, ჩახშობისა და კონტროლის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების, ქონებისა და აქტივების უსაფრთხოება. ძირითადად იყოფა ორ ნაწილად აქტიურ და პასიურ სისტემებად.

  აქტიურ ნაწილში შედის სისტემები რომლებიც უშუალოდ ხანძრის აღმოჩენასა და მის ჩაქრობაში იღებს მონაწილეობას, ხოლო პასიური ნაწილი კი წარმოადგენს არქიტექტურის ნაწილს, რომლის ფუნქციაა შეაკავოს ხანძრის გავრცელების არეალი, თუმცა მოგეხსენებათ პასიურ ნაწილს მუდმივად არ შეუძლია ხანძრის შეკავება, სწორედ ამ დროსაა საჭირო აქტიური ნაწილის დაყენება და გამოყენება.

   აქტიურ ნაწილში შედის მოწყობილობები როგორიცაა კვამლის დეტექტორები, რომელთა მთავარი დანიშნულებაა უპირველეს ყოვლისა ცეცხლის აღმოჩენა და შემდგომ სიგნალის გადაცემა მთავარ ფართან რომელსაც ჩვენ დაგიყენებთ. მთავარი ფარიდან კი გაააქტიურებს განგაშის სირენასა და ნათურებს, გარდა ამისა ასევე გაააქტიურებს ხანძრის ჩაქრობის სისტემას, ეგრეთ წოდებულ  sprinkler სისტემას, ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის ჩაქრობას წყლის დახმარებით.

თქვენი სანდო პარტნიორი საინჟინრო საქმეში

© 2024  By  Static Link  

bottom of page