განგაში და სიგნალიზაცია
თანამედროვე ტექნოლოგიები შენობის არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად
საფრთხის აღმოჩენა და განგაშის სისტემა შექმნილია არაავტორიზებული წვდომის იდენტიფიცირებისთვის, გარემოსდაცვითი ცვლილებების გამოსავლენად და უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების ან საგანგებო სიტუაციების შესახებ შესაბამისი მხარეების გასაფრთხილებლად. ეს სისტემები აუცილებელია ქონების, აქტივებისა და ადამიანების დასაცავად დროული შეტყობინებების მიწოდებით და სწრაფი რეაგირების ხელშეწყობით. განვიხილოთ შემდეგი ნაწილები:
1. სენსორი
სენსორების დიდი ნაკადი გამოიყენება ტერიტორიის დასაცავად, ამა თუ იმ ოთახში შესვლის ადგილებში ინფრა-წითელი ან ულტრასონიკის სენსორების დახმარებით შესაძლებელია ინფორმაციის გაგება არი თუ არა იქ ვინმე, ასევე საკეტებზე თუ კარები გაიღო აუცილებელი ჩიპის(საშვის) გამოყენების გარეშე, ასევე ვიბრაციის სენსორები რომლებიც ავლენს და გადასცემს რაღაც ბრძანებას გარე ფანჯრებისა თუ კარებების არალეგალურად გაღების შემთხვევაში. დაბოლოს კვამლისა და სამეთვალყურეო კამერები სადაც ფიქსირდება არის თუ არა რაიმე საფრთხე ამა თუ იმ ადამიანისგან ან რაიმე მოვლენისგან რომელიც შესაძლოა არ იყოს გამოწვეული ადამიანისგან.
2. საკონტროლო ბლოკი
ზემოთ ჩამოთვლილ ამდენ სენსორს აუცილებლად სჭირდება საკონტროლო ბლოკი, საკონტროლო ბლოკი მოიცავს ყველანაირი ინფორმაციის მიღებას დამუშავებასა და შემდგომ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც შეასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას. რომელიც რა თქმა უნდა შესაძლებელია შეიცვალოს ხელითა თუ ონლაინ რეჟიმში.
3. სიგნალიზაცია
სიგნალიზაციის ერთ-ერთი მთავარი დეტალია საგანგაშო დინამიკები, რომლებიც ირთვებიან მხოლოდ მაშინ როდესაც საკონტროლო ბლოკიდან მიიღებენ ჩართვის ბრძანებას, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ყენდება მოციმციმე ნათურებიც, რომლებიც საჭიროა რათა ყრუ-მუნჯთა პირებმა მოახერხონ რეაგირება.