top of page

ჭკვიანი სახლი

სმარტ მოწყობილობების დანერგვა არსებულ და ახალ სისტემებზე მაქსიმალური კომფორტისთვის
Home Control App

   ჭკვიანი სახლი ეხება საცხოვრებელ სახლს, რომელიც აღჭურვილია ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობებით, რომლებიც იძლევა სხვადასხვა სისტემების ავტომატიზაციისა და დისტანციური მართვის საშუალებას. ეს სისტემები ზრდის მოხერხებულობას, უსაფრთხოებას და ენერგოეფექტურობას, რაც მთავარია ქმნის კომფორტულ ზონას, სახლის ფუნქციების მართვისა და მონიტორინგის ტექნოლოგიის გამოყენებით.

  1. ჭკვინი Hub

რომლის დანიშნულებაა დაუკავშირდეს თითოეულ ნაწილს მთელ სახლში და მიიღოს ინფორმაცია და გასცეს ესა თუ ის ბრძანება.

  2. ჭკვიანი განათება

ჭკვიანი განათება ძირითადად დაკომპლექტებულია LED ნათურებით რომლებიც ირთვება კონკრეტული ბრძანების მიღებისას, რომელიც შესაძლებელია არამარტო ავტომატურად არამედ მექანიკურადაც, ონლაინ თუ ადგილზე ჩამრთველის საშუალებით.

  3. ჭკვიანი თერმოსტატი

ჭკვიანი თერმოსტატი უზრუნველყოფს ავტომატურად მფლობელის სასურველი ტემპერატურის დაყენებას, ისევე როგორც განათებაზე, აქაც შესაძლებელია ხელით მართვა, თუმცა ავტომატურ რეჟიმში ჭკვიანი თერმოსტატი ზოგავს ენერგიას და ამავდროულად ინარჩუნებს ტემპერატურას.

  4. ჭკვიანი ტექნიკა

ჭკვიან ტექნიკაში შედის მაცივარი, ღუმელი და ესა თუ ის სარეცხი მანქანა, ისინი დაკავშირებულები არიან მთავარ სისტემასთან რომლის დახმარებითაც თქვენ ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ უმეთვალყურეოთ, ან მიიღოთ ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ტექნიკამ მუშაობა წარმატებით შეასრულა.

  5. AI ხმოვანი ასისტენტი

უზრუნველყოფს თქვენი ბრძანების მიღებას დამუშავებასა და პასუხის გაცემას, ბრძანებაში შეიძლება შედიოდეს ჩამოთვლითაგან რომელიმე მოწყობილობის ცვლილება, ან რაიმე ინფორმაცია რომლის ნახვაც შესაძლებელია ინტერნეტში.

  6. ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემა

უსაფრთხოება უხსოვარი დროიდან უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, იგი ძირითადად მოიცავს სამეთვალყურეო კამერებსა და მოძრაობის დეტექტორებს, გარდა ამისა ჭკვიან კარების ჩამკეტს, რომლის გაღება შესაძლებელია ბარათით, თითის ანაბეჭდით ან რაიმე არჩეული კოდით.
  7. ჭკვიანი ფარდები და ჟალუზები

ისინი ავტომატურად რომელიღაცა თქვენთვის საურველ დროს იკეტებიან, ან ხსნიან ხედს, რომელიც მოჩანს თქვენი ფანჯრიდან.

  8. ჭკვიანი სარწყავი

თუ გაქვთ ბაღი, და გინდათ რომ სამ დღეში ერთხელ მორწყათ ესა თუ ის ყვავილი ან მიწის ესა თუ ის ნაწილი მაშინ ჭკვიანი სახლის ეს ნაწილი სწორედ თქვენთვისაა, რადგან ისინი ავტომატურად ჩაირთვებიან ამა თუ იმ დაყენებულ დროს, რა თქმა უნდა, წინასწარი გაფრთხილებით, რათა არ შეგექმნათ დისკომფორტი.

თქვენი სანდო პარტნიორი საინჟინრო საქმეში

© 2024  By  Static Link  

bottom of page